Sunday 27 September 2009

Saturday 26 September 2009

გაკვეთილი: რის შესახებ მოგვითხრობს ქართული მწერლობის ჩვენამდე მოღწეული პირველი ძეგლი "წამებაი წმიდისა დედოფლისაი, შუშანიკისი"?

გაკვეთილის გეგმა
თამარ ხატიაშვილი (ქართული ენა და ლიტერატურა)

გაკვეთილის მთავარი თემა
იაკობ ხუცესი, "შუშანიკის წამება"
(თემატური ერთეული ისტ-ის გამოყენებით)

სწავლების საფეხური
მოსწავლეთა რაოდენობა: 30



მოსწავლეთა პროფილი
მოსწავლეთა რაოდენობა, რომლებიც განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებს: 0


გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
მოსწავლეები შეიძენენ მხატვრული ტექსტის სხვადასხვა კონტექსტში გააზრების უნარ-ჩვევას, რაც შესაბამისად ცოდნის ინტეგრირებას გულისხმობს. ჩამოუყალიბდებათ კრიტიკული აზროვნებისა და მსჯელობის უნარ-ჩვევა. ეს უნარები დაგვეხმარება სხვა ტექსტების სრულყოფილად გააზრებასა და დამუშავებაში.



გაკვეთილის მიზნები და შედეგები

მიზანი __ ქართული
ტექსტის მხატვრულ-იდეური ანალიზი;
შექმნილი სასწავლო რეფერატების პრეზენტაცია;
დისკუსია კონკრეტულ საკითხან დაკავშირებით.
ისტ-ი
ბლოგის შექმნა

შედეგი __ ქართული X3, X7, X10, X13, X15.
მოსწავლე გამოდის აუდიტორიის წინაშე მოხსენებით;
აფასებს თანაკლასელების ზეპირ მოხსენებას;
მოიპოვებს ტექსტში ფაქტობრივ, კონცეპტუალურ და ქვეტექსტური ინფორმაციას;
შეუძლია თავისი დამოკიდებულების, შეხედულების ჩამოყალიბება ზეპირი და წერილობითი ფორმით.

ისტ-ი __ ელექტრონულ მასალებს გამოყენებით ქმნის ბლოგებს;
მუშაობს სასწავლო პროგრამებში.
წინასწარი ცოდნა

შესწავლილი აქვთ მხატვრული ტექსტი და მითითებული სამეცნიერო ლიტერატურა, შექმნილი აქვთ ბლოგები.

შეფასების საგანი და პროცედურები
გამოვიყენებ ინდივიდუალურ და განმავითარებელ შეფასებას.
კრიტერიუმები__ გაკვეთილზე ჩართულობა, საშინაო დავალება, შემოქმედებითობა. რუბრიკები იხ.ცხრილი


სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები


X კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელო, 5 კომპიუტერი, პროექტორი, დაფა, ფორმატები, მარკერები, ინტერნეტი.

გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი

I გაკვეთილი
პრეზენტაცია 3წთ
სტრატეგია”ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე” 5წთ
ჯგუფური მუშაობა 15წთ
პრეზენტაცია ბლოგების 20 წთ
შეფასება 2წთ
II გაკვეთილი
სტრატეგია”ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე” 5წთ
დისკუსია 30 წთ
5 წუთიანი თავისუფალი თემა “ცურტავის ზარები” 5წთ
შეფასება, თვითშეფასება 5წთ

თემატურ გაკვეთილს ეთმობა ორი საგაკვეთილო საათი. თვალსაჩინო ადგილას განთავსებულია შეფასების რუბრიკები.
I გაკვეთილს ვიწყებ “შუშანიკის წამებასთან“ თემატურად დაკავშირებული, ჩემ მიერ მომზადებული, პრეზენტაციის წარდგენით.
ამის შემდეგ ვიყენებ სტრატეგიას ”ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე”. მოსწავლეები გამზადებულ თაბახის ფურცლებზე ინდივიდუალურად ავსებენ ცხრილს, ხოლო გრაფას “ვისწავლე” ტოვებენ ცარიელს.
მოსწავლეები მყავს დაყოფილი 5 ჯუფად, მათ წინასწარ აქვთ მითითებული სამუშაო თემატიკა, ამასთან თითოეულ ჯგუფს ნაწარმოებზე მუშაობის დაწყებისთანავე დავავალე სასწავლო რეფერატის დაწერა კონკრეტულ თემებზე(გამოსაყენებელი სამეცნიერო ლიტერატურის მითითებით), რომლებიც შემდეგ გააფორმეს ვიზუალური მასალით და გაამზადეს ბლოგების სახით.
I ჯგუფი __ ეპოქის ხასიათი და ავტორის თვალთახედვა;
II ჯგუფი __ ისტორულ მოვლენათა ქრონოლოგია და ნაწარმოების დაწერის თარიღი;
III ჯგუფი __ “ვერ დამითმო გულმან…”_ნაწარმოების ავტორი;
IV ჯგუფი __V საუკუნის ქართული საზოგადოების კულტურული ცხოვრება;
V საუკუნე __ “ვითარმცა მოვიდა დაბასა, რომელსა სახელი ჰრქვიან ცურტავ…”— გარემოს რეალური გეოგრაფიული აღწერილობა.
კონკრეტულად გაკვეთილზე შესასრულებელი დავალება__ ფორმატზე დაასურათონ ან ვიზუალურად წარმოაჩინონ ტექსტიდან მათთვის საინტერესო ფრაგმენტი, წამოწიონ მნიშვნელოვანი ციტატა; დაუსვან შეკითხვა კონკრეტულ პერსონაჟს(ვარსქენი, შუშანიკი, იაკობი, სპარსი, ვინმე დიაკვანი).
ჯგუფის ლიდერები წარმოგვიდგენენ დავალებას, შემდეგ კი ერთ-ერთი წევრი წარმოადგენს ბლოგს, ხოლო სხვა წევრი წინასწარ მომზადებულ რეფერატს (მუშაობენ შეთანხმებულად, გადანაწილებული აქვთ ფუნქციები გუნდური პრინციპის გამოყენებით).
შეფასების რუბრიკის კრიტერიუმების მიხედვით შეფასდებიან ჯგუფები, აქტიური მოსწავლეები ინდივიდუალურად, როგორც ქართულში, ისე ინფორმატიკაში.
II გაკვეთილი
ისევ ვუბრუნდებით სტრატეგიას ”ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე” და მოსწავლეები ავსებენ წინა გაკვეთილზე დატოვებულ გრაფას “ვისწავლე”, ფურცლებს აბარენ მასწავლებელს. გაკვეთილი ეთმობა ტექსტის მხატვრულ-იდეურ ანალიზს, რასაც ვშლით დისკუსიის ფორმატით. მოსწავლეები მსჯელობენ ინდივიდუალურად, მასწავლებელი აძლევს მიმართულებას, წამოწეულია შემდეგი საკითხები(პროექტორით):
I --- “იაკობ ხუცესის თხზულების მთავარ გმირს უკვდავების მოსახვეჭად არც ტაძარი აუგია, არც წიგნი შეუთხზავს, არც ახალი სარწმუნოება გაუვრცელებია და არც ომი მოუგია. Mმაგრამ რომელ მათგანს ჩამოუვარდება ის თავგანწირვა, როდესაც ადამიანი უარს ეუბნება თავისი სულისა და მეობის დამთრგუნველ ძალას?”
თქვენი აზრითაც, ასე მნიშვნელოვანია ის თავგანწირვა, როდესაც ადამიანი უარს ეუბნება თავის სულისა და მეობის დამთრგუნველ ძალას?
II -- “ადამიანი მოწოდებულია თვითაღზრდისაკენ და მას არა აქვს ამაზე მაღალი მიზანი. თვითსრულყოფა, თავისი თავის გაკეთილშობილება, არის ყველაზე დიდი შემოქმედება.”
თქვენი აზრით, ეს ფრაზა მხოლოდ შუასაუკუნეების ადამიანს ეხება თუ თანამედროვე ეპოქასაც უკავშირდება?
დისკუსიაში მონაწილეობს ყველა მოსწავლე.
იმისთვის რომ გავიგო, გარდა თემატური და კონკრეტული ცოდნის შეძენისა, ნაწარმოებმა რა შთაბეჭდილება დატოვა, რა ემოციები გამოიწვია მოსწავლეებს ვაწერინებ 5 წუთიან თავისუფალ თემას “ცურტავის ზარები”. რამდენიმე თხზულებას ვკუთხულობთ იქვე.
მოსწავლეებს ვაფასებ ინდივიდუალურად მომზადებული რუბრიკის კრიტერიუმების მიხედვით, მნიშვნელოვანია თვითშეფასებაც.